"მიხეილ სააკაშვილზე კვლავ მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზემოქმედება... ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგრძობითი წამება" | მარიამ ჯიშკარიანი

გამოქვეყნდა:

"ეს წყალში ყრის პრაქტიკულად ყველა მკურნალობას, რაც აქამდე არსებობდა, ამწვავებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მდგომარეობას", - ასე ეხმაურება ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მესამე პრეზიდენტის განცხადებას მის წინააღმდეგ ე.წ. დისციპლინარული ზომების მიღებასთან დაკავშირებით. 

როგორც მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, მომხდარი შეიძლება შეფასდეს, როგორც განგრძობითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და წამება.

"სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მოეთხოვა ყველა იმ პირის გადაყენება თანამდებობიდან, ვინც სავარაუდოდ, იკვეთება არასათანადო, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპიზოდებში, მათ შორის იუსტიციის მინისტრის. შურისძიების მიზნით კვლავ მე-18 დაწესებულების ორი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მის წამებაში, შევიდა მასთან, შეიჭრა პრაქტიკულად და კიდევ მიაყენეს შეურაცხყოფა თავისი დისციპლინარული სანქციებით. ეს ნიშნავს, რომ პაციენტზე მიმდინარეობს კვლავ ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც წყალში ყრის პრაქტიკულად ყველა მკურნალობას, რაც აქამდე არსებობდა, ამწვავებს პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის მდგომარეობას და შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგრძობითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და წამება ამ ადამიანის", - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, მომხდარის გამო, საჭიროა სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვა ახალი გადაუდებელი ზომის გამოყენების მოთხოვნით.

"წესით, სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა განახორციელოს ინტერვენცია ამასთან დაკავშირებით, ასევე სახალხო დამცველმა. ცენტრი "ემპათიაც" ამ ფაქტს შეიტანს თავის დასკვნაში, როგორც განგრძობით წამებას და ვფიქრობ, უნდა მოხდეს მიმართვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი ახალი გადაუდებელი ზომის მოთხოვნით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას", - თქვა ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების მიღების გამო, ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტს. 

მესამე პრეზიდენტის განცხადებას ცოტა ხანში პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყებამ შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო

ამავე თემაზე:

სასაცილოა, როცა სახელმწიფოსგან ვისმენთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს არარსებული დარღვევის გამო - შოთა თუთბერიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი