პენიტენციურს და იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე დღე მიეცათ, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრები წაშალონ - სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები ამ დრომდე არ წაუშლია.

როგორც ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანმა აღნიშნა, უწყებებს კადრების წასაშლელად რამდენიმე დღიანი ვადა აქვთ. 

"სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება ჩაბარდათ კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათ მიეცათ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ წაშალონ კანონის დარღვევით გასაჯაროებული აუდიო/ვიდეო ჩანაწერები მათი ოფიციალური ოფიციალური გვერდებიდან და ასევე, სოციალური გვერდებიდან. ამიტომ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ველოდებით, რომ ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან შესრულდება", - თქვა სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ. 

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. ამასთან, ინსპექტორის გადაწყვეტილებით, უწყებებს მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების წაშლა დაევალათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი