ლატვიის პარლამენტის 3 დეპუტატს აცრაზე უარის გამო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა

გამოქვეყნდა:

ლატვიის პარლამენტის 3 დეპუტატს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება დროებით ჩამოართვეს. მიზეზი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე მათი უარია.

ქვეყანაში ბოლოს მიღებული ზომების მიხედვით, სეიმში მონაწილეობა მხოლოდ იმ დეპუტატებს შეუძლიათ, რომლებიც აცრილები არიან, ან ვირუსი გადაიტანეს და გამოჯანმრთელდნენ. გარდა ამისა, დეპუტატები, რომლებსაც სამედიცინო მტკიცებულება აქვთ, რომ არ უნდა ჩაიტარონ აცრა, ვალდებულები არიან, შენობაში შესასვლელად ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.

ეს წესი 15 ნოემბრიდან ამოქმედდა. დეპუტატებს, რომლებიც ამ ზომებს არ დაემორჩილნენ, ანაზღაურებაც შეუჩერდათ.

პარლამენტის სპიკერმა დაადასტურა, რომ არჩეული 100 დეპუტატის 97% პროცენტი სრულადა აცრილი.

"ეს ნიშნავს, რომ არის 3 დეპუტატი, რომლებსაც არ აქვთ უფლება ჩაერთონ პარლამენტის მუშაობაში", - განაცხადა მან.

არავაქცინირებული დეპუტატების ვინაობა არ სახელდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი