გერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს

გამოქვეყნდა:

გერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს- პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ოლაფ შოლცი დაამტკიცა.

შოლცს პარლამენტის 395-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 306 -მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. 

16 წლიანი მმართველობის შემდეგ, შოლცმა ანგელა მერკელი შეცვალა. ის გერმანიის ახალ სამპარტიულ კოალიციურ მთავრობას გაუძღვება.

შოლცის სოციალურ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, სამთავრობო კოალიციაში არიან "მწვანეთა პარტია" და "თავისუფალი დემოკრატიული პარტია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი