საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

სხდომას, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ დაესწრება. მის პოზიციას პროცესზე ადვოკატები გაახმოვანებენ.  

მთავარი შუამდგომლობა პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაა. დაცვის მხარის სურვილია, საზოგადოებამ თვალი ადევნოს კიდევ ერთ საქმეს, რომელიც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრა.

"მიხეილ სააკაშვილი სამწუხაროდ ვერ ესწრება დღევანდელ პროცესს, ვერ იყენებს ამ პროცესს ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, თუმცა ბუნებრივია, სამართლებრივ ნაწილში ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან მისი ადვოკატები წარმოვადგენთ მის პოზიციას სრულად. დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროცესი იყოს საჯარო", - თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს ჯამში 5 ბრალდებული ჰყავს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად განსასჯელის სკამზე იმავე ბრალდებით ელგუჯა ცომაიაც აღმოჩნდა. მესამე პრეზიდენტის დახმარებისთვის კი გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები დააკავეს.

ამავე თემაზე:

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი