მძიმე ფინანსური ზარალი და გაკოტრების საფრთხე - MyWay Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სასამართლოში უჩივის

გამოქვეყნდა:

Myway Airlines-ი თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. მიზეზი განკარგულებაა, რომლის საფუძველზე ავიაკომპანიას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა აეკრძალა.  

"მაივეი ეარლაინსი" შეზღუდვის გამო ყოველდღიურად 141 ათასი დოლარით ზარალდება, რამაც შესაძლოა, კომპანია გააკოტროს.

ადვოკატები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას ბაზარზე მონოპოლიის ხელშეწყობად აფასებენ და გამოცემული აქტის ბათილობას ითხოვენ.

"ეს გადაწყვეტილება იწვევს "მაივეი ეარლაინსის" გაჩერებას და პრაქტიკულად, თავისუფალი კონკურენცია არ იქნება უზრუნველყოფილი ბაზარზე. დღეს დაუყოვნებლივ ვასაჩივრებთ აღნიშნულ ბრძანებას და ვითხოვთ აქტის ბათილობას. ასევე, აღნიშნული ბრძანების მოქმედება ექვემდებარება შეჩერებას როგორც კი სასამართლო წარმოებაში მიიღებს სარჩელს. დაახლოებით, საუბარია ერთი დღის მოცდენაზე, რომელიც კომპანიას უჯდება 141 ათასი დოლარის ღირებულების ზარალად. შესაბამისად, ერთი დღეც რომ გაჩერდეს და მეტი დღეებიც ხანგრძლივობა რომ იყოს, გაკოტრებას გამოიწვევს კომპანიის მოკლე ხანებში", - თქვა კომპანიის იურისტმა, თამარ მამფორიამ.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი