თუ კანონთან შესაბამისობაში მოვლენ, ლიცენზიის აღდგენა ყოველთვის შეიძლება - თურნავას პასუხი MyWay Airlines

გამოქვეყნდა:

თუ ავიაკომპანია MyWay Airlines ხარვეზებს გამოასწორებს, ნებისმიერ დროს შეუძლია ავიაციის სააგენტოს ლიცენზიის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი თურნავა.

მისი თქმით,  ავიაციის სააგენტო ევროკავშირის მკაცრად რეგულირებად დირექტივებს მიყვება და MyWay Airlines სტრუქტურა ქართულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში იყო. 

კერძოდ ის, რომ ქართული კანონმდებლობით, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიის საკონტროლო წილის მფლობელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

"თუკი გამოსწორდება ის ხარვეზები, რაც იყო დადგენილი, ყოველთვის აქვს უფლება კომპანია "მაი ვეის" ხელახლა მიმართოს და შემდეგ სააგენტო განიხილავს ლიცენზიის აღდგენის საკითხს, როგორც მომხდარა წინა პერიოდში", - თქვა ნათია თურნავამ.

დისკრიმინაციული, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება - ასე აფასებენ  ავიაკომპანიაში ლიცენზიის შეჩერებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი