ე.წ. ფულის გათეთრების საქმე | სასამართლოში დღეს ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განხილვა გრძელდება. მორიგი სხდომა დღეს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

დღევანდელ პროცესზე პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გამოიკითხება. შეკითხვებს უპასუხებს "TV პირველის" დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელიც.

"ფართოდ შუქდებოდა აღნიშნული სასამართლო სხდომა თქვენი კოლეგების მიერ, ფაქტობრივად ყველა მტკიცებულება იციან მათ რაც გამოკვლეულია და ეს ცალსახად მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მტკიცებულება ფულის გათეთრებასთან მიმართებაში, იქ მყოფი ბრალდებულებად წოდებული პირების მიმართ ნამდვილად არ არსებობს. აქედან გამომდინარე გვაქვს მოლოდინი, რომ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი", - ამბობს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი.

ცნობისთვის, წინა სასამართლო სხდომაზე მამუკა ხაზარაძე გამოიკითხა. "ლელოს" ლიდერმა ბრალდების მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველა იმ გარემოებაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, საქმის აბსურდულობას ამტკიცებს.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი