უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მწვანე სტატუსის დასადასტურებლად მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა საკმარისი იქნება. აღნიშნული ცვლილება მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
დადგენილების თანახმად, ელექტრონულ პორტალზე - www.covidpass.moh.gov.ge, აპლიკაციაში - CovidPass Georgia და EU Digital Covid Certificate სისტემაში არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის შემოწმება სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული QR კოდის ან შესაბამისი ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის ნ ნეგატიური PCR ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოხდება.
დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება უკვე ძალაშია.