ათეულობით მოწმეა გამოკითხული მხოლოდ იმისთვის, რომ დაადგინონ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

დიახ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია და ამას არ სჭირდება ბევრი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება - აცხადებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი გიორგი გელხაური სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

საქალაქო სასამართლოში და საზღვრის უკანონო კვეთი საქმეზე უნდა იმსჯელოს. როგრც გელხაური განმარტავს, დაცვის მხარის შუამდგომლობა იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და უნდა შეწყდეს:

"ვნახეთ ამ საქმეზე ათეულობით მოწმეა გამოკითხული, უამრავი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, რამოდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერებია წარმოდგენილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაადგინონ, რო მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. დიახ, ნამდვილად, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია" - ამბობს გელახური.

​მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლით, ქვეყნის უსაფრთხოების სრული ლუსტრირება მოახდინა. კერძოდ, კიდევ ერთხელ დადსტურდა, რომ სუს-ი დაკავებულია მხოლოდ ოპონენტების დევნითა და მოსმენით და საერთოდ ვერ აკონტროლებს ქვეყნის უსაფრთხოებას. 

თავად მესამე პრეზიდენტი დღევანდელ პროცესს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი