განსაკუთრებით დაამძიმა სიტუაცია გუშინწინ მომხდარმა ფაქტმა, როდესაც ბადრაგები შევიდნენ მასთან - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კონკრეტულად კი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, გლდანის ციხის ბადრაგების შესვლამ დაამძიმა, როცა აღნიშნულმა პირებმა მესამე პრეზიდენტს სანქციების შესახებ ამცნეს 

"არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები, ეს არის ძირითადად გამოფიტვის სინდრომი, ასთენიას ვეძახით. როგორც მისი ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. განსაკუთრებით დაამძიმა სიტუაცია გუშინწინ მომხდარმა ფაქტმა, როდესაც ბადრაგები შევიდნენ მასთან გარკვეული სანქციების გასაცნობად და საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას განსაკუთრებით ნეირორეაბილიტაციის მდგომარეობით" ამბობს ჯიშკარიანი.

მისივე თქმით, აუცილებლელია ამ კუთხით შემუშავდეს მკურნალობის გეგმა და განისაზღვროს, სად ჩატარდება რეაბილიტაციის პროცესი.

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი