თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მესამე პრეზიდენტის გარეშე მიმდინარეობს. მოსამართლემ დასაშვებად სცნო შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბოლო დასკვნა საქმეს დაერთვება.
დაცვის მხარეს ჰქონდა კიდევ ერთი შუამდგლომლობა - "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათი აზრით, საქმეს უნდა დართვოდა. მაგალითად, მათ პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მოიყვანეს, რომლის მიხედვითაც, თუ "მიხეილ სააკაშვილი გონს არ მოეგებოდა, მას ახალ ბრალს წარუდგენდნენ".
ბრალდების მხარე არცერთ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა, თუმცა მოსამართლემ ორივე დააკმაყოფილა.
რაც შეეხება პროკურატურას, ისინი ითხოვდნენ, რომ დაცვის მხარის მოწმეების ნაწილი არ დაკითხულიყო პროცესზე, მათ შორის იყვნენ სამართალდამცავებიც - სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, დღეს სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს.