დონბასში, უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერ პროვოკაციას ჩავახშობთ - რუსეთის გენშტაბის უფროსი

გამოქვეყნდა:

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს, რომ დონბასში უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერი პროვოკაცია ჩახშობილი იქნება

ვალერი გერასიმოვის თქმით, კიევი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს. მისივე თქმით, უკრაინისთვის ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება, უკრაინის ხელისუფლებას საშიში ნაბიჯებისკენ უბიძგებს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ განცხადებას დონბასში აშშ-ის მიერ მიწოდებული „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებისა და თურქული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების დაწყების შესახებ. შედეგად, უკვე დაძაბული ვითარება ამ ქვეყნის აღმოსავლეთში კიდევ უფრო უარესდება. დონბასში სიტუაციის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ მიმართული უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერი პროვოკაცია ჩახშობილი იქნება"- აცხადებს გერასიმოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი