პოლიტიკური საქმის მთავარი ფიგურანტები პოლიტიკური პატიმრობის მოლოდინში - ე.წ. ფულის გათეთრების საქმე დასკვნით ფაზაშია.
ის, რომ ქართული მართლმსაჯულება ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული, დღევანდელმა ხანგრძლივმა და ხმაურიანმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომელიც ხაზარაძე -ჯაფარიძე-წერეთელმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დემარშის მიზეზი სახელმწიფო ბრალდების 30 გვერდიანი საბრალდებო დასკვნა გახდა, რომელიც წინასწარ იყო დაწერილი და ადასტურებს, რომ სასამართლო კლანის განაჩენი უკვე გამოტანილია.
პოლიტიკური ანგარიშსწორების ერთ- ერთი სამიზნე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლიც ხდება. მძიმე დაავადების მიუხედავად, ავთანდილ წერეთელს, რომელსაც საზღვარგარეთ სასწრაფო გამოკვლევა სჭირდება, პროკურატურა მოთხოვნის მიუხედავად საზღვრის კვეთის უფლებას ამ დრომდე არ აძლევს.
ასევე იხილეთ: