პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ხმაურიან დაკავებას აანონსებს | მესამე პრეზიდენტს საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროკურატურა ხმაურიან დაკავებას აანონსებს. ვინ არის ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსანი, რომელიც მესამე პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარა - საგამოძიებო უწყება დეტალებს არ აკონკრეტებს.

დღევანდელი სასამართლო სწორედ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გაიმართა და ძირითადად ბრალდებისა და დაცვის მხარეების კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

პროკურორების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის მასალებს აუცილებლად უნდა დაერთოს სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ამსახველი დასკვნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო ინსპექტორმა გამოაქვეყნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი