"ვერაფერს მიაღწევენ! ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც" | მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"ვერაფერს მიაღწევენ! ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც" - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს და დღეს გამაღთულ სასამართლო სხდომას ეხმაურება.

დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ბიძინას ჯიბის პროკურორები, შუბლძარღვგაწყვეტილი ახალგაზრდები საბჭოთა მენტალობით, უცოდინრები, ტროიკის სტილში

დიდი ხნის წინ გამზადებული საბრალდებო დასკვნით, ერთადერთი სურვილით: ასიამოვნონ ზემდგომს, ბიძინას და მის ზემდგომს, მიიღონ თავზე ხელის გადასმა, პრემია, დაწინაურება... კანონი და სამართალი ფეხებზე ჰკიდიათ. საქმის დეტალებზე საუბარს აქ აზრი არ აქვს, სისტემას ეს არ აინტერესებს!

ერთს გეტყვით - ვერაფერს მიაღწევენ! მაგ მახინჯ კანტორას მალე დავშლით და ყველა უკანონო გადაწყვეტილების მიმღებს პასუხს მოვთხოვთ კანონის მთელი სიმკაცრით!

ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც, - წერს მამუკა ხაზარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი