ბათუმში აქციაზე დაკავებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს - ბრალდება პატიმრობას ითხოვს

გამოქვეყნდა:

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე დაკავებული 4 პირის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს. 26 ნოემბერს დაკავებულებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

ბრალდების მხარე ოთხივე დაკავებულის მიმართ 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ყველაზე მაღალ ჯარიმას, 3 000 ლარს ითხოვს. პოლიციელების მტკიცებით, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ შენობაში შეჭრას, წინააღმდეგობას უწევდნენ მათ დაკავების დროს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

დაკავებულები საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

ცნობისთვის, 26 ნოემბერს აქციაზე შეკრებილები ბათუმის ვადაგასული საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი