პროკურატურამ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ბრიფინგზე უწყებამ ხმოვანი შეტყობინება გაასაჯაროვა - რომლის მიხედვითაც ლორთქიფანიძე ამავე საქმეზე ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას ესაუბრება.

"ვიდეოს როცა ჩაწერთ გადააგზავნეთ მ1 დან ტბ1-ზე, ტბ1 არის უკვე საბოლოო ადრესატთან, რომ გადააგზავნით, მერე გათიშეთ ტელეფონი. რომ გადაიღებთ ვიდეოს, მაშინვე გადააგზავნეთ, რომ არ ჩანდეს მერე საბოლოო ადგილი და საერთოდ გქონდეთ ყველაფერი გათიშული, იმიტომ, რომ ძალიან აქტიურად მიდის კონტროლი. 

მისამართი, სადაც საბოლოოდ დაბინავდებით, მეგობარი მეტყვის 2-ში", - ისმის ჩანაწერში. 

ლორთქიფანიძე ამჟამად უკრაინის ძალოვან სტრუქტურაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა, მოსთხოვა ელგუჯა ცომაიას უკრაინაში ჩასვლა, მისი კუთვნილი ავტომობილით მიხეილ სააკაშვილი პორტში მიიყვანეს და სატვირთო მანქანაში მოწყობილ "სამალავში" გადასვეს. 

ხმოვანი შეტყობინების გარდა რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, რომლითაც გიორგი ლორთქიფანიძის ბრალეულობას დამტკიცებას აპირებს, ჯერ უცნობია.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი