პანდემიის დროს ბევრ ქვეყანაში ბევრი მინისტრი იცვლება - დავითაშვილი ტიკარაძის გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები მუდმივად ხდება და ეს "ჩვეულებრივი ამბავია".

ამასთან, დავითაშვილი ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრისა და პრემიერის დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს, რომ წასვლის გადაწყვეტილება ტიკარაძემ თავად მიიღო.

"ქალბატონმა ეკამ თქვა, რომ პოლიტიკური გუნდის ნაწილად რჩება, აგრძელებს პარტიაში მოღვაწეობას, რაც მისასალმებელია. ჩვენ ვართ შეკრული, ერთიანი გუნდი და ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდის ერთიანობა არსებობდეს. რაც შეეხება კაბინეტში ცვლილებებს, კაბინეტში ცვლილებები მუდმივად ხდება, სულ ხდება განახლება... მათ შორის პანდემიის დროს, ძალიან ბევრ ქვეყანაში ბევრი მინისტრი იცვლება, ჩვეულებრივი ამბავია. ეს იყო ქალბატონი ეკას გადაწყვეტილება, მან გააკეთა ამაზე განცხადება. დამატებითი კითხვები თუ გექნებათ, ქალბატონ ეკას შეგიძლიათ ჰკითხოთ", - თქვა ლევან დავითაშვილმა. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გუშინ გადადგა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგენგებო ბრიფინგზე ისაუბრა. თქვა, რომ მუშაობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი