ჩეხეთში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. Reuters-ის ცნობით, ადამ ვოიტეჩმა თქვა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იქნება საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებში მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე, პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის.
მისივე თქმით, მათ, ვინც უარს იტყვიან სავალდებულო ვაქცინაციაზე, არჩეულ პროფესიებში მუშაობა
აეკრძალებათ.
სხვა ქვეყნები მიდიან ამ გზაზე. ეს არის ტენდენცია, რომელიც მთელ ევროპაში გაიმარჯვებს, - თქვა ვოიტეჩმა.
ეს გადარჩეული მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძანებულებაა, რომელიც 2022 წლის 1 მარტს შევა ძალაში.
ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ამ რეგულაციას ახალი მთავრობა. ცნობილია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ხუთი პარტიისგან შემდგარი კოალიცია, სავალდებულო ვაქცინაციას ეწინააღმდეგება.