კორონავირუსის გამო დაწესებულ სამგზავრო შეზღუდვებს ისრაელი 22 დეკემბრამდე ახანგრძლივებს. არსებული წესების თანახმად, ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალულია.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნიდან დაბრუნებული ისრაელის ყველა მოქალაქე ვალდებულია, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებამდე თვითიზოლაციაში იყოს. მაღალი გავრცელების მაჩვენებლის ქვეყნებიდან ჩასულმა მოქალაქეებმა კი კარანტინი სპეციალურ სასტუმროში უნდა გაიარონ.
აღნიშნული შეზღუდვები კორონავირუსის ომიკრონ-ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად დააწესეს.
ისრაელში ომიკრონით ინფიცირების 21 შემთხვევაა დადასტურებული.