ახალქალაქში, 4 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გამოქვეყნდა:

ახალქალაქში, ოთხი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული შუახნის კაცი პოლიციამ დააკავა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა დღეს, 11 დეკემბერს მოხდა. შუახნის კაცმა ყოფილი ცოლის ნათესავები დაჭრა, დაჭრილებს შორისაა 8 თვის ბავშვი და არსებული ინფორმაციით, ყოფილი ცოლიც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი