
უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება - ამის შესახებ განცხადებას დიდი შვიდეულის ქვეყნების წარმომადგენლები ავრცელებენ და კრემლს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ.
ქალაქ ლივერპულში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მტრულად განწყობილი აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანებისა და მოლაპარაკების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
მიმდინარე პროცესების პარალელურად, კრემლს უკრაინის საზღვრებთან ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირიც.
მხარეებმა რუსეთს ნოტაც გაუგზავნეს და აგრესიის დაწყების შემთხვევაში უმკაცრესი სანქციებით დაემუქრნენ.