5 დაჭრილი - ყოფილი ცოლისა და მისი ნათესავების დაჭრაში ბრალდებული ოჯახში ძალადობისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევია

გამოქვეყნდა:

ახალქალაქში, ყოფილი ცოლის ნათესავების დაჭრაში ბრალდებული ნასამართლევია. არსებული ინფორმაციით, ის ოჯახში ძალადობის მუხლით ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს და ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.

შემთხვევა ახალქალაქის სოფელ პატარა სამსარში გუშინ მოხდა. ირკვევა, რომ დაჭრილია 5 ადამიანი - ბრალდებულის ყოფილი ცოლი, მისი რძალი და 8 თვის ძმისშვილი და დედ-მამა.

ორი დაჭრილი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა

ბრალდებული დაკავებულია და მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი