თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ თქვა, რომ ერთ-ერთი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულში და ხუთი შემთხვევა დასავლეთის პროვინცია იზმირში.
მინისტრის თქმით, დაფიქსირებულ შემთხვევებს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. როგორც მან აღნიშნა, კოვიდის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ უფრო მსუბუქად მოქმედებს პაციენტებზე.
იხილეთ ასევე: