ვაქცინის მესამე დოზა ომიკრონის შტამის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია - ბრიტანული კვლევა

გამოქვეყნდა:

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონისგან თავდასაცავად ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის და ამისთვის საჭიროა ბუსტერ დოზაც.

ბრიტანული კვლევის პირველადი მონაცემებით, ომიკრონისა და დელტა შტამების შედარებისას, შემთხვევებმა აჩვენა, რომ ვაქცინები ახალი ვარიანტის მიმართ ნაკლებად ეფექტური იყო, ასევე კვლევის თანახმად, მესამე, ბუსტერ დოზა, ადამიანების 75%-ს კორონავირუსის ნებისმიერი შტამის სიმპტომებისგან აზღვევს.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად აღნიშნულისა, ორი დოზა ვაქცინა აცრილ ინფიცირებულებს დაავადების გართულებისგან მაინც იცავს.

რამდენიმე დღის წინ კვლევა კომპანია Pfizer-მაც ჩაატარა. კომპანიის ცნობით, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს.

Pfizer ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უკვე მუშაობს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, ომიკრონისგან მაქსიმალურად დაცვა Pfizer-ის მესამე დოზის მიღებით შეიძლება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი