ყველაფერი, რაც ომიკრონზე ვიცით | როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსის ახალი შტამისგან

გამოქვეყნდა:

ორონავირუსის ახალი შტამის ომიკრონის პირველი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 18 დეკემბერს დაფიქსირდა. დღეისათვის კი, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ომიკრონის უკვე 800-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. 

რით განსხვავდება ომიკრონი კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან?

28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამების განახლებული სია გამოაქვეყნა. ხუთეულში მოხვდა ომიკრონიც. სხვა შტამებისგან განსხვავებით, ჯანმოს ნაკლები დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ომიკრონისთვის "შემაშფოთებელი" ეწოდებინა. ეს შტამი მსოფლიოში 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა, სხვა ვარიანტები კი 2020 წელს.

ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მას მრავალი მუტაცია და სხვა ვარიანტებთან შედარებით, ხელმეორედ დაინფიცირების მომატებული რისკი ახასიათებს.

"აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40-წლამდე ასაკი და ასევე ბავშვებს, ახასიათებს ჯერჯერობით რაც არის გამოვლენილი შემთხვევები, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა...  ახალი შტამის ჩანაცვლებას ძველი, დელტა შტამისა ალბათ 2 თვე მაინც დასჭირდება, იმის გამო, რომ ომიკრონი ქვეყანაში დაფიქსირდა, სიტუაციის სწრაფ გაუარესებას ნამდვილად არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სიმპტომებს, გამყრელიძისვე ინფორმაციით, ომიკრონით ინფიცირებულ პაციენტებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. მისივე თქმით, მათ კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: დაბალი ტემპერატურა, ცხვირის გაჭედილობა და სურდო ახასიათებთ: "დაახლოებით ის, რაც გრიპის და სურდოს დროს აქვთ ხოლმე".

ასევე, ბრიტანული კვლევის თანახმად, ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ COVID 19-ის კლასიკურ სიმპტომებს, მათ შორის არის, ხველა, ტემპერატურა/მაღალი ტემპერატურა, ყნოსვის ან გემოს დაკარგვა.

როგორ უნდა დავიცვათ თავი ომიკრონისგან?

ომირკონისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური გზა კვლავ ვაქცინაციაა. რამდენიმე კვლევის თანახმად, სრულად ვაქცინაცია, ასევე დამატებით ბუსტერ დოზა, ომიკრონით ინფექციისგან ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს. ორი დოზით აცრა ადამიანს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან იცავს, თუმცა ომიკრონის შემთხვევაში, ბუსტერ დოზის გარეშე, ვაქცინის ორი დოზა, ნაკლებ დაცვას იძლევა.

ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე ისაუბრა ამირან გამყრელიძემაც, რომლის თქმითაც, ომიკრონთან დაკავშირებით "მთავარი აქტიური ბუსტერიზაციაა".

იხილეთ ასევე:

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი