ცნობილი ხდება ახალქალაქში მომხდარი დაჭრის დეტალები. დაშავებულები ადგილობრივი საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ გაწერეს. 8 თვის ბავშვს ჭრილობები ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.
ყოფილი ცოლისა და მისი ნათესავების დაჭრაში ბრალდებულ კი დაკავებულია. ადგილობრივები მომხდარის დეტალებს იხსენებენ:
"გუშინ მოუვარდა ყოფილი ქმარი და დაჭრა ის და მისი ოჯახის ყველა წევრი. მე საშველად დამიძახა ამ გოგომ, ჩემთან მოვარდა ყვირილით მიშველეთო, საშინელი მდგომარეობა იყო, 8 თვის ბავშვს ბარძაყში ჰქონდა დანა ჩარტყმული, ქალს მხარზე ჭრილობები , დანარჩენი ოჯახის წევრებიც სისხლში ცურავდნენ - ამბობს მეზობელი.
ბრალდებული კი წარსულში ოჯახური ძალადობის ბრალდებით ნასამართლევია. სარსუდ მარტინოსიანი ახალქალაქის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
მარტიროსიანი 1 წლის განმავლობაშ იხდიდა სასჯელს და არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებისთანავე ყოფილი მეუღლის ოჯახს, შეიარაღებულმა მიაკითხა.
მარტიროსიანის მშობლები კი მომხდარში მის ყოფილ ცოლს ადანაშაულებენ :
"ჩემს შვილს არც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და არც ნასვამი იყო, გუშინ საქმეზე გავიდა და არ ვიცი მერე რა მოხდა. ყველაფერი მისი ცოლის ბრალია, ისაა დამნაშავე ყველაფერში" - ამბობს დაკავებულის მამა