
დიდი შვიდეული რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაზე თავდასხმას რუსეთისთვის დიდი შედეგები და მძიმე ფასი მოჰყვება. ამის შესახებ საუბარი შვიდეულის განცხადების პირველად ვერსიაშია. განცხადება Reuters-მა მოიპოვა.
დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ინგლისის ქალაქ ლივერპულში შეხვედრა დღეს ჰქონდათ. შეხვედრაზე მათ თქვეს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების თავმოყრის დაგმობაში ისინი ერთიანი არიან.
"რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მომავლის სამხედრო აგრესიას ექნება მასიური შედეგები და მძიმე ხარჯების მომტანი იქნება.
უკრაინის სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობისადმი და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლებისადმი ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას",- ნათქვამია G7-ის განცხადების პირველად ვერსიაში.
კიევისა და ვაშინგტონის ცნობით, უკრაინის საზღვართან 90 000-მდე რუსი სამხედროა თავმყორილი. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. აშშ-ს დაზვერვის ვარაუდით, რუსეთს რამდენიმე თვეში, 2022 წლის დასაწყისში უკრაინის წინააღმდეგ 175 ათასი ჯარისკაცის გამოყენებით, სამხედრო შეტევა შეუძლია.
ამავე თემაზე:
"პუტინს ვუთხარი, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება" | ჯო ბაიდენი