ყირგიზული საქართველო | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

თუ აქამდე ეს ვერ მოახერხეთ, ახლა მაინც დაგეხმარებით, ცოტა გვერდიდან შევხედოთ საკუთარ თავს, რომ მივხვდეთ რა კატასტროფაში გვაქვს თავი შეყოფილი. 

მოქმედება ყირგიზეთში ხდება, მაგრამ, რეალურად, მომდევნო სიუჟეტი საქართველოზეა - არ დაიჯერებთ, როგორ ერთი ერთში იმეორებს ყირგიზული პოლიტიკური რეალობა ჩვენს უბედურებას; მართლა, იფიქრებ, სიუჟეტი საქართველოზეა მომზადებული და, უბრალოდ, სახელებია ყირგიზული ვერსიებით ჩანაცვლებულიო. 

მიზეზი ნათელია - ამ უბედურების სათავე ერთი წყაროდან მოდის: კრემლიდან. 

და ჩვენი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამაყად აცხადებს - ყირგიზეთი ჩვენზე წინ არის და მათგან უნდა ვისწავლოთ არჩევნების ჩატარებაო. 

ჯერ სირცხვილი, თუ ყირგიზეთი გისწრებს და ამას კიდევ ღიად აღიარებ. და მერე ერთი შეხედეთ, რა მოსწონთ თურმე და რას სწავლობენ ყირგიზებისგან და რატომ ვართ ასეთ დღეში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი