
ქვეყანა დიდი პოლიტიკური დიალოგის მოლოდინში - დღეს მიხეილ სააკაშვილს უფლებადამცველები შეხვდებიან. გორის სამხედრო ჰოსპიტალი მოვლენათა ეპიცენტრად რჩება.
"ბუნებრვია ჩვენ შევხვდებით მიხეილ სააკაშვილს, პირველ რიგში ჩვენი ინტერესის საგანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამასთან შევაფასებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ვითარდება, იცით, რომ უქმე დღეებში ვერ ვნახულობთ ხოლმე მას, არადა ამ უქმე დღეებში ძალიან ბევრი რამე მოხდა. ასევე, მის ინიციატივაზე გამოხმაურებების შესახებ ვისაუბრებთ", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
მიხეილ სააკაშვილი მზადაა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტს შეხვდეს. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართოს, თუმცა როგორც პროცესის დასაწყისი, ეს განცხადება სწორდ დინამიკას აჩვენებს.