სავარაუდოდ, თაღლითურ სქემაში 20 000 მოქალაქეა ჩართული - ხაბეიშვილი გამოკითხვაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. საქმე ეხება თაღლითურ სქემას ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, რომელშიც სუს და უჩა მამაცაშვილი მონაწილეობენ.

"ჩემი ინფორმაციით ასეულობით ასეთი ოფისია გახსნილი, სადაც ძალია მაღალი ანაზღაურება აქვთ რიგით ქოლ-ცენტრის თანამშრომლებსაც კი, იწყება 2 000 დოლარიდან და მინიმუმ 5 000 დოლარამდე ადის, საუბარია 20 000 საქართველოს მოქალაქეზე, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობს ამ თაღლითურ სქმეაში. მათ და მათი ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ საერთაშორისო თაღლითურ დანაშაულში არიან ჩათრეულები სუს-ის ხელმძღვანელისა და უჩა მამაცაშვილის მიერ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ყველა დოკუმენტს საქართველოში გაამზადებს და საქმეს საერთაშორისო გამოძიებას გადასცემს.

ადვოკატის თქმით, თუ ლევან ხაბეიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დადასტურდება, გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის, გამოძალვისა და კიბერ-დანაშაულის მუხლებით უნდა დაიწყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი