ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა.
ბორის ჯონსონის თქმით, ახალი ვარიანტი კლინიკაში გადაყვანის რისკებს ზრდის და მისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ბუსტერ დოზის გაკეთებაა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ინგლისში კორონავირუსის შემთხვევების 20% ომიკრონია.
13 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 54,661 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ბორის ჯონსონის ინფორმაციით, ქვეყანაში ომიკრონის ვარიანტის 4,713 შემთხვევაა გამოვლენილი.