ის, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ხდება, მიუღებელია | დეგნანი რუსი ოკუპანტების მიერ მამუკა ჩხიკვაძის გატაცებაზე

გამოქვეყნდა:

ის, რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის უბრალოდ მიუღებელი - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, მამუკა ჩხიკვაძის გატაცების ფაქტს. 

ელჩის თქმით, რუსეთმა უნდა აიღოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს საჯარისო ნაწილები და დაასრულოს საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. 

"ის, რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის მიუღებელი. ეს არის ზეწოლა, შევიწროება და უნდა შეწყდეს. ეს შეწყდება მაშინვე, როდესაც რუსეთი შეასრულებს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრ თავის ვალდებულებებს, რომ გაიყვანოს საჯარისო ნაწილები. ეს არის ძალიან მარტივი ნაბიჯი, რაც რუსეთმა უნდა გადადგას. ეს არის ის, რის დანახვასაც ყველა ელოდება, რომ დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების შევიწროება და ხელი შეეწყოს დისკუსიების ატმოსფეროს. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი მალე შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომელიც აიღო 2008 წელს", - ამბობს კელი დეგნანი

ელჩის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი