ჯგუფური თავდასხმა იყო, შოთაძემ და მისმა ბანდამ ფული აიღო - მოკლული ანდრანიკ მელტონიას მამის პროტესტი პროკურატურასთან

გამოქვეყნდა:

წალკის მუნიციპალიტეტში მოკლული, ანდრანიკ მელტონიას მამა, მისი შვილის მკვლელების ადეკვატურად დასჯას მოითხოვს და მკვლელობაში ბრალდებულისთვის შეფარდებულ 8 წლიან სასჯელს პროკურატურასთან აპროტესტებს.  

მერგელ მელტონიანი, გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურორს მოსამართლეებზე ზეწოლაში, ნივთმტკიცებების განადგურებასა და საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს და მათი პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

ის დღეს პროტესტის ნიშნად პროკურატურის შენობასთან მივიდა და კუბო მიიტანა.

"2016 წელს ჩემი ოჯახის დევნა დაიწყო, ჩემ შვილს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, დააკავეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით გაასამართლეს, მას რაიონის პოლიციელები ემუქრებოდნენ ამ ადამიანებმა ჩემი ოჯახის დასჯა თამარიანის ოჯახს თამარიანის ოჯახს დაავალეს, სამსონ თამარიანი სოფლის ცენტრშიც ჩემ ძმისშვილს მანქანით გამიზნულად დაეჯახა, რის შედეგადაც ჩემი ძმისშვილი დაკოჭლდა. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში სამსონ თამარიანის ძმა და მისი ძმის შვილი მოვიდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩემ შვილს დამიზნებით ესროლეს, ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, შოთაძის უწყებამ და მისმა ბანდამ, ლევან გეგჭკორმა და ჩვენმა საქმის პროკურორმა, გიორგი ღონღაძემ ყველაფერი დაფარა და სამსონ თამარიანი გაათავისუფლეს.

ამ ადამიანებს მაღალჩინოსნები მფარველობენ, გენერალურმა პროკურორმა შოთაძემ ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს, მან ფული აიღო, ამ ადამიანებმა ფული აიღეს", - ამბობს, მორლენ მელტონიანი.

მისი თქმით, უკვე 6 წელია პროკურატურას, პარლამენტს, ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტიას დახამრების თოვნის წერილს უგზავნის, თუმცა ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიუღია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი