"ციხეში დიდი ტრავმა გადაიტანა, შეიძლება ითქვას, წამება" - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ესაჭიროება, რაც ამ ეტაპზე მის მკურნალობაში გათვალისწინებული არ არის. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად გამოხატული პოსტტრავმული, ნევროლოგიური დარღვევები აქვს, რაც მე-18 დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა განაპირობა.

"მას სჭირდება ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ეს კომპონენტი არ არის გათვალისწინებული მთელი ამ პერიოდის მკურნალობაში. მას არანაირი ფსიქო-ნევროლოგიური მკურნალობა არ ჩატარებია, არადა აქვს ახლა მკვეთრად გამოხატული ე.წ. პოსტ ტრავმული, სტრესული, ნევროლოგიური დარღვევა. ეს არის სპეციფიური დაზიანება, რომელიც ემართებათ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს დიდი ტრავმა, სტრესი. ჩვენ ვიცით, რომ მე-18 დაწესებულებაში ის ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იყო და ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანა, წამებაც შეიძლება ითქვას. ამ მხრივ მკურნალობა ჩატარებული არ აქვს. ფსიქოთერაპევტი არ არის ჩართული საქმეში და სტრესიც მოხსნილი არ არის. საგანგაშოა ნამდვილად მდგომარეობა, იმიტომ, რომ ამ სინდრომის არმკურნალობა გამოიწვევს ძალიან ძირფესვეულ ძვრებს მის ორგანიზმში, რომლის მკურნალობას მერე შეიძლება, თვეები დასჭირდეს", - თქვა გრიგოლ გეგელიამ.

​ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა დღეს გამოქვეყნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი