სასაცილოა ფაქტი, რაზეც გამოძიება დაიწყო, ველოდები, რომ მოწმედ გამომკითხონ - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. პროკურატურა ნიკა გვარამიას მესამე პრეზიდენტის პროცესზე ბრალდების მხარის შეურაცხყოფას ედავება. შეურაცხმყოფელი ფრაზა სიტყვა "გამოკვლევებულები" აღმოჩნდა.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა. ის ფიქრობს, რომ უფრო სწორი იქნება, მოწმის სტატუსით გამოკითხონ. 

"რეალურად სასაცილოა ის ფაქტი, რაზეც გამოძიება დაიწყო საქართველოს პროკურატურამ და შესაბამისად სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს, ბუნებრივია არანაირ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, დარბაზში იმყოფებოდნენ მოსამართლეებიც, პროკურორებიც, შესაბამისად ყველამ კარგად გაიგო, თუ რა შინაარსის მიმართვას ჰქონდა ადგილი ნიკა გვარამიას მხრიდან და მან ამის თაობაზე განმარტებაც გააკეთა", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი