
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის თქმით, დროა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროინტეგრაციისთვის რეალური ნაბიჯები გადაიდგას. მისი თქმით, ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა დაიწყოს.
"დაშოშმინების პოლიტიკა იწვევს პუტინის უფრო მეტ მუქარასა და შანტაჟს. საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს და ახლა. კვლავ დაემორჩილება დასავლეთი პუტინის მუქარას? ამ ქვეყნების მომავალის გაწირვა არ შეიძლება. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროინტეგრაციის დრო მოვიდა",- თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ხვალ, 15 დეკემბერს გაიმართება.