კომპანია Pfizer-ის თქმით, მის მიერ წარმოებული Covid19-ის საწინააღმდეგო აბი, თითქმის 90%-ით ეფექტურია მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, კომპანიის თქმით, ბოლო ლაბორატორიული კვლევების თანახმად, პრეპარატი ეფექტურია კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის სწრაფი გავრცელების წინააღმდეგაც.
Pfizer-მა ასევე გამოაქვეყნა სხვა კლინიკური კვლევაც, რომელმაც აჩვენა, რომ აღნიშნული პრეპარატით მკურნალობამ დაახლოებით 70%-ით დაწია ჰოსპიტალიზაციის რისკი ზრდასრულ პაციენტებში, რომლებიც სტანდარტულ რისკჯგუფს წარმოადგენენ.