ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ვაშინგტონში მორიგი აქცია გამართეს.
აქცია თეთრ სახლთან გაიმართა და დემონსტრანტები შეკრებილი იყვნენ ამ შინაარსის ბანერებით: "თავისუფლება მიშას", "მიშა რუსი ოლიგარქის პირადი პატიმარია", "სანქციები ივანიშვილს".