შესაძლო არაადამიანური მოპყრობა - ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი დღეს მიხეილ სააკაშვილს გამოკითხავს

გამოქვეყნდა:

არაადამიანური მოპყრობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი დღეს მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში ადვოკატების თანდასწრებით გამოკითხავს.

უწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს იძიებს.

"ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის ძალადობრივი ქმედებები და შემდგომ ის ფსიქოლოგიური ტერორი, რაც გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიმდინარეობდა. ამასთან დაკავშირებით არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული და ხელის გულზეა სრულიად ის დანაშაულებრივი ქმედებები რაც ღარიბაშვილის დავალებით ბრეგაძის უწყებამ განახორციელა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე შედგა საკმაოდ ვრცელი გამოკითხვა და იგეგმება დღესაც გამოკითხვის ჩატარება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის მიერ, რომელშიც ადვოკატებიც მიიღებენ მონაწილეობას", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი ხმაურიანი დასკვნა ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა, სადაც წერია რომ  ქვეყნის მესამე პრეზიდენტის რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს გადაღებული ვიდეომასალის ჩვენება არ იყო განპირობებული მაღალის საზოგადეობრივი ინტერესით და ის პატიმრის ღირსების შელახვას ემსახურებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი