
4 წლიანი პაუზის შემდეგ დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი გაიმართება. ბრიუსელში გასამართ შეხვედრას დაესწრება საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც.
რეფორმებზე უარისა და ჩაშლილი შეთანხმების შემდეგ, ამ დრომდე უცნობია მოისურვებს თუ არა მასთან შეხვედრას ევროკავშირის პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
სამიტზე მიღებული იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხეის ასახვა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც შეხვდება. მასთან ერთად ბრიუსელში იმყოფებიან დავით ზალკალიანი და ილია დარჩიშვილი.
ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან ,რომ ირაკლი ღარიბაშვილს დასავლელი პარტნიორებისთვის მოუწევს ახსნა, რატომ უშლის ხელს ივანიშვილის გუნდი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.