"გადავწყვიტე მეჩივლა ბატონ ხულიგან მერისთვის" - "შეცვალეს" პროტესტი თბილისის მერიასთან

გამოქვეყნდა:

დაჭრა, გინება და ხელჩართული ჩხუბი აქივისტებთან -  მოძრაობა "შეცვალეს"-ს წევრებმა თბილისის მერის წინააღმდეგ გამოძების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართეს. ისინი ამ წუთებში მერიის შენობასთან იმყოფებიან, სადაც აქცია პერფორმანსს მართავენ. "შეცვალეს" აქტივისტები კახი კალაძისთვის მაისურის გადაცემას გეგმავენ, რომელზეც თბილისის მერი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გამოსახული. 

მერიის შენობასთან იმყოფება სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირიც, რომლის თქმითაც, თბილისის მერმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კვეკვესკირი კალაძეს "ხულიგან მერად" მოიხსენიებს და საქმეზე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. 

ჩემზე იყო ფიზიკური ზეწოლა, ძალადობა, შეურაცხყოფა სიტყვიერი უშუალოდ კალაძის, მერის მიერ. ეს ჩანს და მაზე ცივილიზებულ სამყაროში იმ დღესვე აგებდა მერი პასუხს, მაგრამ ჯერ არ გვაქვს ქვეყანა დალაგებული და სახელმწიფო. დარწმუნებული ვარ დ მთელი საქართველო დარწმუნებულია, რომ შეშინებულია პოლიცია და პოლიცია არავითარ შემთხვევაში არ გადააგზავნის ამ საქმეს პროკურატურაში და მე პირადად, გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავო გენერალურ პროკურატურაში და მეჩივლა ბატონ ხულიგან მერის წინააღმდეგ, - ამბობს კვეკვესკირი.

ვარკეთილში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აქტივისტებმა პოლიციას მიმართეს, თუმცა განცხადების დაწერას რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჩქარობდნენ. ისინი თბილისის მერისგან ბოდიშის მოხდას ელოდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი