
თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მორიგი პროცესი იწყება. საუბარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. სასამართლოში შესვლამდე ნიკა გვარამიამ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დღევანდელი სხდომა საინტერესო იქნება.
ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში ოპოზიციონერი ლიდერებიც მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ მედიამენეჯერზე, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიაზე ზეგავლენა მოახდინოს.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.