თუ ვინმე მეტყვის, რომ ხელისუფლება ნიკა გვარამიასთვის გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად ემზადება, უბრალოდ არ დავეთანხმები - მელია

გამოქვეყნდა:

გამამტყუნებელი იქნება თუ გამამართლებელი, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ - ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

დღეს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის წინააღმდეგ აღძრული მორიგი აბსურდული საქმის განხილვაა, რომელზეც სასამართლო უკვე დასკვნით ეტაპზეა და მოსამართლემ მალე გადაწყვეტილებაც უნდა გამოაცხადოს. 

მელიას თქმით, "ოცნება" ოპონენტების დაკავებით წინააღმდეგობის კერების დასუსტებას ცდილობს, რაც არ გამოუვა.

"თავისივე დაგებულ მახეშია გაბმული ქართული ოცნება და იძულებულია მიჰყვეს დინებას. აღძრეს საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მედიამენეჯერების წინააღმდეგ, ბუნებრივია უკან დასახევი გზა არ აქვს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ხელისუფლება ნიკა გვარამიასთვის გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად ემზადება, უბრალოდ არ დავეთანხმები - ამბობს ნიკა მელია

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი