გამოკითხულია ექიმები და ძალოვანები - მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი კითხავს

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები მიხეილ სააკაშვილს კითხავენ. გამომძიებლის განცხადებით, საქმეზე 130-ზე მეტი პირია გამოკითხული, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და ექიმებიც.

სახელმწიფო ინსპექტორი შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას იძიებს.

"დაესმება ყველა ის შეკითხვა, რაც რელევანტური და მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის, მათ შორის, ბოლო დროს მედიაში, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ის ინფორმაცია, რაც პირველი გამოკითხვისას არ იყო ცნობილი და დაფიქსირებული და რაც შემდგომ გაჟღერდა თუნდაც მის სასამართლო პროცესებზე და რაც მანდ დააფიქსირა მასმედიის საშუალებით. 

გამოკითხულია 130-ზე მეტი პირი, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. ყველა ის პირია გამოკითხული, ვისაც რაიმე ინფორმაცია და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შესაძლოა ჰქონოდა ამ საქმესთან დაკავშირებით და კვლავ მიმდინარეობს, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები", - თქვა გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ.

ადვოკატ, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ისინი სრულად თანამშრომლობენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან და ინფორმაცია უკვე მიაწოდეს:

"ბუნებრივია არ ველოდები, რომ რომელიმე პირის პასუხისმგებლობა დადგება, იმიტომ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება არ მიუღია რომელიმე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს, ან ციხის დირექტორს, ან თუნდაც პენიტენციური სამსახურის რომელიმე დეპარტამენტის უფროსს", - თქვა შოთა თუთბერიძემ. 

მისი თქმით, არც იმის მოლოდინი აქვთ, რომ ხელისუფლება საკუთარი ბრძანების შემსრულებლების დასჯას მოინდომებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი