აბსურდული საქმე და მკაფიოდ პოლიტიკური მართლმსაჯულება. ნიკა გვარამიას დღევანდელ სასამართლო პროცესზე განვითარებულმა მოვლენებმა და ახალმა გარემოებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რეალურად რას ემსახურება "მთავარი არხის" დამფუძნებლის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოება.
პოლიტიკურად მოტივირებული საქმისათვისაც კი გამაოგნებელი იყო ის, რაც დღეს პროცესზე ხდებოდა. დაცვის მხარემ მოსამართლე ჩხიკვაძის აცილება მოითხოვა, რადგან რთულად წარმოსადგენია ინტერესთა კონფლიქტის უფრო მყარი არგუმენტი, ვიდრე დღეს იყო სხდომაზე წარმოდგენილი.
"რუსთავი ორის" საქმეზე ნიკა გვარამიას განაჩენი იმ ადამიანმა უნდა გამოუიტანოს და გადაწყვიტოს გაუშვებს თუ არა მრავალი წლით ციხეში, რომელიც რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორთან ბავშვობიდან მეგობრობს და ახლო კავშირი აქვს.
ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ყველა განმარტება უარგუმენტო და მიუღებელია, თუმცა არა მოსამართლე ჩხიკვაძისთვის.