ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ "ომის დანაშაულები ხანდაზმულობის მიუხედავად დაისჯება".
"დაისჯებიან "საზღვრის" დამრღვევები, მათ შორის, ისინი ვინც მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიასა და საომარ მოქმედებებში დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში", - ნათქვამია ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
განცხადების ეს ნაწილი სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ყოფილ ჯარისკაცს, მამუკა ჩხიკვაძეს ეხება, თუმცა ის პერსონალურად მოხსენიებული არ არის.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 9 დეკემბერს დაკავებულ კახაბერ ნათაძესა და ვლადიმერ კანიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ნარკოტიკების კონტრაბანდას ედავებიან, რადგან ერთ-ერთს "მარიხუანაც აღმოუჩინეს", თუმცა რომელს - ეს დაკონკრეტებული არ არის. მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.