"საბოლოოდ ვიტყვი, არანაირი დარღვევა არ ყოფილა" | სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი იწყება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი იწყება. საქმესთან დაკავშირებით ეს ბოლო სასამართლო სხდომაა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, საზოგადოება დღეს კიდევ ერთხელ დაინახავს, რამდენად აბსურდულია მათთვის წარდგენილი ბრალდება.

"დღეს ჩვენი ადვოკატები კიდევ ერთხელ აჩვენებ საზოგადოებას თუ რამდენად აბსურდული და შინაარსს მოკლებულია ის ბრალდება, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს სამი წელიწადია ჩვენი დევნა და შემდგომ დასრულდება ჩვენი სხდომა ჩვენი სიტყვით. დღეს არის ბოლო სხდომა, შემდგომ იქნება უკვე გადაწყვეტილება გამოცხადებული სავარაუდოდ ორი კვირის განმავლობაში", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს მამუკა ხაზარაძეც. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

"ერთხელ და საბოლოოდ ვიტყვი, რომ არანაირი დარღვევა, არა თუ ფულის გათეთრება, არანაირი დარღვევა ამ საქმეში არ ყოფილა. აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, რატომ გაიწელა ეს ყველაფერი 3 წელი?გაიწელა იმიტომ, რომ აქ ებრძვიან წარმატებას, ამ ქვეყანაში, აქ ებრძვიან იმას, რომ ქართველებს არ შეუძლიათ წარმატებული საქმის კეთება, და თუ გამოუვიდათ ეს საქმე, აუცილებლად იქ უნდა იყოს დანაშაული, დარღვევა ან ვიღაცის დახმარება", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში ოპოზიცია მხარდამჭერ აქციას მართავს. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურია და ასეთი ქმედებებით ხელისუფლება ოპონენტების ჩამოშორებას ცდილობს.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი