როგორც ირკვევა წეროვანში მომხდარი დაპირისპირებისა და დაჭრის მიზეზი თონე გახდა. არსებული ინფორმაციით, ერთ ოჯახს საცხობი რამდენიმე წელი უკვე აქვს, ხოლო მეორემ ცოტა ხნის წინ გახსნა, სწორედ კონკურენციამ გამოიწვია ოჯახებს შორის დაძაბულობა და კონფლიქტი.
დაჭრილია სამი ადამიანი, მათ შორის 2 ძმაა. სავარაუდო დამანაშავე ადგილიდან მიიმალა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის ადგილობრივი, გაგა მამისაშვილია.
ადგილობრივებმა გასულ რამეს ჩხუბისა და სროლის ხმა გაიგეს.
დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს, შსს-მ მომხდარზე გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.